"საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი, მის ყოფილ თანაგუნდელებზე, რომლებიც ექსპრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდს შეუერთდნენ.
"ეს ჯანსაღი კონკურენტის გამოწვევა იქნებოდა, რაც კარგია. მანკიერი პრაქტიკაა, როცა ადამიანები ერთი პარტიის რესურსით სარგებლობენ, როცა არჩევნებს იგებენ და შემდეგ პარტიიდან გასული ადამიანები ოპონირებას იმ მანდატით იწყებენ, რომელიც მათთვის ამომრჩეველს არ მიუნიჭებია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ექვსმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან, პარლამენტში კი, დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ საქმიანობას
მასალის გამოყენების პირობები






