"ოცნება" როგორც სჩანს გახარიასთვის მინიჭებული ოპოზიციონერის სტატუსით კმაყოფილია და თითს მთავარი ოპოზიციური ძალებისკენ იშვერს, რომლებსაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არჩევნებში ნდობა გამოუცხადა.
"ამ ვითარებაში უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება... როცა ოპზოიცია კარგავს ადგილს, მას აუცილებლად იკავებს სხვა" - განაცხადა დღეს არჩილ თალაკვაძემ და იქვე დასძინა, რომ "დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია".
„გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა, ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო ორიენტირებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე, მეორე მხრივ, ცხადია, როდესაც ოპოზიცია იქცევა ისე უპასუხისმგებლოდ, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება ხედას და ყველანაირად ცდილობენ, უარი თქვან ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე, ისინი უარს ამბობენ, რომ იყვნენ ოპოზიცია ანუ ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, ამ ფონზე, რასაკვირველია, ეს პროცესები და გადაწყვეტილებები არის ზუსტად ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ დავაკვირდებით დიდი ყურადღებით, ჩვენ ყველაფერზე გვექნება ძალიან ადეკვატური რეაგირება. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.
ვფიქრობ, ამ ვითარებაში უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს, ამიტომ პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა, ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესები,“- განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, დღეს გახარიას გუნდმა მმართველი პარტია დატოვა და ყოფილ პრემიერს შეუერთდა. დღესვე, ოცნებიდან წასული პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში იმ ადგილებზე განთავსდნენ, სადაც ოპოზიცის წარმომადგენლები უნდა ისხდნენ.

მასალის გამოყენების პირობები






