კრიზისის დაძლევის წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა და ამის გაკეთება უნდათ თუ არა, მაინც მოუწევთ - უდუმაშვილი
პოლიტიკა - 12:00, 14 Apr, 2021     1143

"გუშინ ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ღიად და დაუფარავად განაცხადა, რომ ამ ინსტიტუტს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან და ის მხოლოდ ერთი კაცის ახირებას ემსახურება" - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვეს.

"ჩვენ ვიხილეთ მორიგი სპექტაკლი, რომელიც სასამართლო დარბაზში დაიდგა და რომელიც უტყუარი მტკიცებულებაა, რომ მელია ივანიშვილის პატიმარია. მიუხედავად არაერთი მყარი მტკიცებულებისა, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, მოსამართლემ, უფრო სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და ნიკა მელია მაინც პატიმრობაში დატოვა.

ჩვენ მოვისმინეთ სამართალდამცავების აღიარება როგორ ყალბდებოდა საქმეები, როგორ ავალებდნენ შსს მაღალჩინოსნები 20 ივნისის ღამეს გახმოვანების კაბელების ჩაჭრას და ბოლოს, ჩვენ მოვისმინეთ როგორ მიიღებოდა ქართული ოცნების ზედა ეშელონებში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მანამ, სანამ სასამართლო ამას ოფიციალურად გამოაცხადებდა. ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული და უკიდურესად შეშინებული ხელისუფლება, რომელიც მზადაა ყველანაირი უკანონობა ჩაიდინოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ჩვენ ასევე ვნახეთ გავრილოვის საქმეზე როგორ მიმდინარეობდა მელიას წინააღმდეგ საქმის შეთითხვნა. დაიწყო იმით, რომ 30 ათასიანი გირაო შეუფარდეს, შემდეგ სამაჯური გაუკეთეს და პოლიტკოსს გადაადგილებისა და საჯარო გამოსვლების უფლება შეუზღუდა.

ხშირად ისმის კითხვა, რატომ მოხდა პირველი გირაოს გადახდა. მაშინ მთავარი მიზანი - პროპორციული არჩევნები მიღწეული იყო და ამიტომ. შემდგომ 40 ათასიანი გირაოს დაკისრება იყო უკანონობის ჯაჭვი და სწორედ ამაზე თქვა ნიკამ უარი, ასე ფაუპირისპირდა ქვეყანაში გამეფებულ უკანონობას. ხელისუფლების მიზანია მელია იყოს განეიტრალებული და ეს პოლიტპატიმრები მერე სავაჭროდ გამოიყენოს დასავლელ პარტნიორებთან. მაგრამ ასე ვერ იქნება. პოლიტპატიმრები უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ და ასეც მოხდება.

კრიზისის დაძლევის წინაპირობა სწორედ ესაა და ამ ნაბიჯის გადადგმა უნდათ თუ არა, ეს მაინც მოუწევთ"- აღნიშნა უდუმაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42