ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზე და სწორედ ამის გამო ვდგამთ ამ ნაბიჯს - გახარიას გუნდმა ოცნება დატოვა და ყოფილ პრემიერთან წავიდა
პოლიტიკა - 11:59, 14 Apr, 2021     2618
გახარიას გუნდმა, რომელიც აქამდე მმართველ პარტიაში იმყოფებოდა, "ქართული ოცნება" დატოვა - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს განცხადება. სიტყვით გამოვიდა გიორგი ხოჯევანიშვილი და საზოგადოებას ამცნო, რომ გახარიას ახალ გუნდს შეუერთდება:

"ჩვენ ვართ გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები - ეს სიახლე არავისთვისაა. თუმცა, ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად აერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეპატზე, შესაბამისად, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტსი საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების წევრები და შესაბამისად ვიზიარებთ იმ წარმატებასა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მოქალაქეებს უწევთ, ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე - ეს ის პრობლემებია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს და არა ის დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ. აქ მდგომი დეპუტატების გარდა, ჩვენი თანამოაზრე არის მიხეილ დაუშვილი, რომელიც ამჟამად კოვიდინფიცირებულია, ჯანმრთელობას ვუსურვებთ და დარწმუნებულებბი ვართ, მალე შემოუერთდება ერთობლივ საქმიანობას" - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42