ხელისუფლება პოლიტპატიმრებით ვაჭრობს და ამას დასავლეთიც დაინახავს - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გუსინ, პარტიის თავმჯდომარის პატიმრობასი დატოვებას.
მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებები შეთანხმებამდე ამჯერადც არ მივიდა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მისამართით ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება.
"ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად დაინახავენ იმას რომ ვაჭრობის პროცესთან გვაქვს საქმე, მათ შორის ადამიანების თავისუფლებით.
თუ მოლაპარაკებები ვერ მივიდა იქამდე, სადამდეც გვინდა რომ მივიდეს - გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ამის გარეშე ქვეყანას ჩვენი პარტნიორების მხრიდან დიდი იმედგაცრუება ემუქრება. ეს კი თავის მხრივ პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს" - აღნიშნა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






