ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორი, ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებდა იმ შემთხვევაში, თუ ის მისთვის უკვე დაკისრებულ გირაოს გადაიხდიდა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე არც პროკურორს და არც ადვოკატებს არ მოუთხოვიათ. მოსამართლემ საკითხს პროცედურულად გადახედა.
"ჩვენი შეთავაზება გავაკეთეთ 25 თებერვალს, ასევე 8 აპრილს. თუ დაცვის მხარე იქნებოდა თანახმა, შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე ითანამშრომლებდა სასამართლოსთან პატიმრობის შეცვლაზე გირაოთო.
დაცვის მხარეს ამ დრომდე არ ჰქონია არანაირი მცდელობა, გაერკვია ჩვენი შეთავაზება და ეწარმოებინა დიალოგი ამ პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.
იმისთვის, რომ გვეშუამდგომლა სასამართლოსთან, უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას". - თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






