"ივანიშვილს ეშინია ნიკა მელიასი, მისი ყოველი პროცესი აახლოვებს ოლიგარქის დასასრულს" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 17:53, 13 Apr, 2021     832
ბიძინა ივანიშვილს ეშინია ნიკა მელიასი, ამიტომ, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა - ასე ეხმაურება ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ენმ-ს ლიდერი პატიმრობაში დატოვა. ქარდავას განმარტებით, ივანიშვილი მარცხისთვისაა განწირული, ეს მხოლოდ დროის საკითხია, დროს კი ისეთი ადამიანები აჩქარებენ, როგორიც ნიკა მელიაა, მისი ყოველი პროცესი კი აახლოებს ოლიგარქიის დასასრულს:

"ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში დატოვა, მაგრამ ამაში არაფერი მოულოდნელი და გასაკვირი არ არის - ბიძინა ივანიშვილს ეშინია ნიკა მელიასი. ამ გადაწყვტილების უკან უჭკუობა, შიში, სიმხდალე და სიყალბე იმალება. სიყალბე იმიტომ, რომ ყალბია მთლიანობაში საქართველოს სასამართლო სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა და მას იყენებს თავისი პირადი პოლიტიკური ამბიციების (და არა მხოლოდ პოლიტიკური ამბიციების) დასაკმაყოფილებლად. ამასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი ახდენს ძალის დემონსტრირებას. მას სურს, ხალხი დააშინოს და შეაგუოს დიქტატურას. არ გამოვა ეს საქმე კობახიძე-ღარიბაშვილის ძალის პირობებში და მაშინ, როდესაც მთელი ძალოვანი სტრუქტურების საშუალო რანგი და მის ქვემოთ რიგითების დიდი უმრავლესობა არის ივანიშვილის წინააღმდეგი. ასე, რომ ოლიგარქის ყველა მცდელობა, შეინარჩუნოს ძალაუფლება, განწირულია მარცხისთვის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხი და დროს აჩქარებენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის სწორედ ნიკა მელია. ადამიანები, რომლებსაც საპყრობილეშიც ვერ აჩუმებენ, რომლის ყოველი პროცესი აახლოებს ივანიშვილის დასასრულს" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42