უმწვავესი კრიზისი საქართველოში - არასამთავრობო სექტორი აშშ-ის მეტი ჩართულობისთვის სენატორებს წერილობით მიმართავენ
პოლიტიკა - 17:30, 13 Apr, 2021     1026

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში არსებული უმწვავესი კრიზისის გადაწყვეტისთვს აშშ-ს მეტი ჩართულობისთვის სენატორებს წერილობით მიმართეს. როგორც ენჯეოების განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანას არაფორმალურად ისევ ბიძინა ივანიშვილი მართავს, მმართველი პარტია კი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს პატიმრობაში ტოვებს, რაც ღრმა პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს:

"ამჟამად საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. გასული წლის შემოდგომაზე გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები მოითხოვა და პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტა, რის შედეგადაც მივიღეთ ფაქტობრივად ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც ქართული ოცნება აკონტროლებს. თებერვალში ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეპატიმრებინა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რის შედეგადაც პოლიტიკური ჩიხი სრულმასშტაბიან კრიზისად გადაიქცა. სასამართლოს, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და არჩევნების სფეროებში მრავალი წარუმატებელი რეფორმის პარალელურად, მმართველი ელიტის უარმა, რომ ძალაუფლება და პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან გაენაწილებინა, ხელისუფლების ყველა შტოში ერთი პარტიის დომინირება გამოიღო შედეგად. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის უკან საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებზე მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა დგას. ივანიშვილს არ აქვს რაიმე ოფიციალური თანამდებობა, თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ ის იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებზე, მათ შორის რეფორმებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე საკადრო პოლიტიკაზე, პრემიერ-მინისტრის შერჩევის ჩათვლით. მეორე მხრივ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრეთვე ახდენს გავლენას ენმ-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, რაც ასევე ართულებს პროცესს.

ამ კრიზისის დასასრულებლად ქართული ოცნება უნდა დათანხმდეს ძალაუფლების განაწილებას, უარი თქვას არადემოკრატიულ ქმედებებზე, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე, და აიღოს კონკრეტული გადაუდებელი რეფორმების განხორციელების ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს დახმარებას თხოვენ შემდეგი მიზნების მიღწევაში:

გაიზარდოს აშშ-ის მონაწილეობა ევროკავშირის ძალისხმევაში, რომელიც გულისხმობს მედიაციას ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის მიზნით. ცხადად უნდა იქნეს ნათქვამი, რომ სტატუს კვო, ანუ ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, შეუთავსებელია ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან.

უნდა მოხდეს კრიზისის დეესკალაცია ბრალდებულთა (ნიკა მელიას და გიორგი რურუას) პატიმრობიდან განთავისუფლებისა და საქმეების შეჩერების გზით, რომლებიც მომავალში რეფორმირებულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

დაყენებულ იქნეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა. უზენაესი სასამართლოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოვებული ბარიერით. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს.

წახალისებულ უნდა იქნეს ძალაუფლების განაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის პარლამენტში. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა.

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღებს ამ ვალდებულებებს, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს 2020 წლის არჩევნებში მიღებული ადგილები პარლამენტში, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღწერილი რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში."- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ წერილში.

წერილს ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ,,ღია საზოგადოების ფონდი" და ,,ლიბერალური აკადემია თბილისი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42