ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, რადგან ეს მართლმსაჯულება და სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო:
„ვინმე ნინო ჩახნაშვილი, რომელმაც მეც და ნიკა მელიაც დარბაზიდან გაგვაძევა იმიტომ, რომ მას ვუწოდეთ მონა, მონური მორჩილებით ასრულებდა, ასრულებს და დღესაც შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ თუ ნიკა მელიას სურდა გირაოს გადახდა, მას ამის საშუალება ჰქონდა, უცხოელებთანაც ამას ამტკიცებდნენ. თუ მართლაც გირაოს გადახდის შესაძლებელობა ჰქონდა მელიას, მაშინ გირაოს მოთხოვნა უნდა დაეყენებინა პროკურატურას. მაგრამ ეს არ გააეკეთა და დააყენა ისევ პატიმრობის დატოვების შუამდგომლობა. ჩახნაშვილმაც ეს, რა თქმა უნდა, გაიზიარა იმიტომ, რომ ის არ არის მოსამართლე, ის არის მონა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






