გირაოს გადახდის შემდეგ აკრძალული მქონდა სახლიდან გასვლა, მაგრამ საარჩევნო კამპანიასაც კი ვაწარმოებდი, მაშინ რატომ დუმდნენ? - ნიკა მელია
პოლიტიკა - 15:28, 13 Apr, 2021     791

ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეს სიტყვით მიმართა და განუხცადა, რომ პირველ ჯერზე გირაოს გადახდის შემდეგ, სამაჯურის კეთების ვალდებულების გარდა, მას ეკრძალოებოდა სახლიდან გასვლა პროკურორის გარეშე, ეკრძალებოდა საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა, თუმცა მაშინ არავის ამოუღია ხმა, როდესაც საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა:

"ესენი რომ საუბრობენ, სამაჯური მოიხსნაო, მინდა თქვენც იცოდეთ - როდესაც მტავარი პოლიტიკური ამოცანა იქნა შესრულებული და პროპორციული საარჩევნო სისტემა დათმო ივანიშვილმა, პირველ ჯერზე უკანონო გირაო და სამაჯურიც კი მივიღე, იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი სიკეთე დაიდო, თან კარს მომდგარი იყო არჩევნები. ამის შემდეგ ივანიშვილმა მოგვატყუა, ისევე როგორც მრავალჯერ, მე მარტო გირაოს გადახდა და სამაჯურის კეთება კი არ დამკისრებია, იქ ეწერა, რომ მელია სახლიდან არ უნდა გამოვიდეს პროკურორის გარეშე. ეწერა, რომ მელიამ არ უნდა თქვას სიტყვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიამ ყველაფერს ვარღვევდი პირველივე დღიდან, იმდენად ვარღვევდი, რომ გლდანში წავედი, საარჩევნო კამპანია ჩავატარე და მოგიგეთ არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ოფისი დამიწვით და იარაღით დათარეშობდნენ საარჩევნო უბნებზე. როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, როდესაც მიტინგზე სიტყვით გამოვდიოდი, ხომ ვარღვევდი განჩინებას, რატომ დუმდნენ? იმ უსამართლობის შემდეგ, რაც 31 ოქტომბერს ჩაიდინეთ, მას შემდეგ ის სამაჯური ჩემს ხელზე არ უნდა ყოფილიყო. ეს არ იყო გირაო, რაც შემიფარდეთ, ეს იყო გამოსასყიდი. არაფერი ისეთ ენერგიას არ მაძლევს, როგროც ის, რომ თქვენ ხართ ჩემი მოწინააღმდეგეები. თქვენ ძალადობთ კანონის სახელით და იმას ვერ ითვალისწინებთ, რომ თქვენი ძალადობა კანონის სახელით არ აღემატება ჩემს ღირსებებს. თქვენ ვერ გამტეხავთ" - მიმართა მელიამ მოსამართლეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42