თქვენ გამამტყუნებთ, მაგრამ არ არსებობს მე ისტორიამ გამამტყუნოს - ამ წუთებში სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიებაზე დაიწყო მსჯელობა
პოლიტიკა - 14:44, 13 Apr, 2021     1343

"თქვენ გამამტყუნებთ, მაგრამ არ არსებობს მე ისტორიამ გამამტყუნოს" - ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს შესვანების მერე განახლებულ პროცესზე, სადაც ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთის ღონისძიებაზე დაიწყო მსჯელობა.

"ეს ბატონი საუბრობს, რომ თურმე ჩემი თვითმიზანი არის პატიმრობა. რატომ უნდა იყოს ჩემი თვითმიზანი პატიმრობა, როდესაც მეგობრებთან ერთად ბევრად უფრო ეფექტური ვარ ციხის მიღმა თქვენი დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ციხეში. ან რატომ უნდა მსიამოვნებდეს გამოკეტვა პატარა საკანში და 24 საათიანი ვიდეო სათვალთვალო კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება. ან საერთოდ, რატომ არ უნდა მინდოდეს ოჯახთან ურთიერთობა, მეგობრებთან, ბავშვთან. ეს როგორ შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანის თვითმიზანი. და თუ ეს მართლა ჩემი თვითმიზანია, გააღეთ ის კარი, როგორც მოკეტეთ. ბატონო პროკურორო, იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ ეს არ არის თქვენი თვითმიზანი, რომ მე ვიყო ციხეში. თქვენ და კობახიძე ერთნი ხართ, თქვენ არავინ დაგაბრალოთ პროკურორობა.

გავრილოვი რომ ჩასვეს იქ, სადაც არ უნდა ჩაესვათ, ბიძინა ივანიშვილი ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა, ვთმობ პროპორციულ არჩევნებს, პროპორციული საარჩევნო სისტემა თქვენ, მაგრამ ვიღაცეებს დავიჭერო და რამდენიმე დღეში გამოგზავნეს პროკურორი გულუაშვილი. სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან, ამის შემდეგ ორი წელიწადია დამოკლეს მახვილივით ეს საქმე დამკიდეს და ეგონათ ამით გამბედაობას შემიმცირებდნენ ან აქტიურობას არ გამოვიჩენდი იმიტომ, რომ იცოდნენ თხელ ყინულზე დავდიოდი. ორი წელიწადია მოწმე არ დაუკითხავთ, მტკიცებულება არ გამოუკვლევიათ, აი ასე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ვარ ბრალდებული და ესე მიაგდეს ეს საქმე. ესენი რომ საუბრობენ, სამაჯური მოიხსნაო, მინდა თქვენც იცოდეთ - როდესაც მტავარი პოლიტიკური ამოცანა იქნა შესრულებული და პროპორციული საარჩევნო სისტემა დათმო ივანიშვილმა, პირველ ჯერზე უკანონო გირაო და სამაჯურიც კი მივიღე, იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი სიკეთე დაიდო, თან კარს მომდგარი იყო არჩევნები. ამის შემდეგ ივანიშვილმა მოგვატყუა, ისევე როგორც მრავალჯერ, მე მარტო გირაოს გადახდა და სამაჯურის კეთება კი არ დამკისრებია, იქ ეწერა, რომ მელია სახლიდან არ უნდა გამოვიდეს პროკურორის გარეშე. ეწერა, რომ მელიამ არ უნდა თქვას სიტყვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიამ ყველაფერს ვარღვევდი პირველივე დღიდან, იმდენად ვარღვევდი, რომ გლდანში წავედი, საარჩევნო კამპანია ჩავატარე და მოგიგეთ არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ოფისი დამიწვით და იარაღით დათარეშობდნენ საარჩევნო უბნებზე. როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, როდესაც მიტინგზე სიტყვით გამოვდიოდი, ხომ ვარღვევდი განჩინებას, რატომ დუმდნენ? იმ უსამართლობის შემდეგ, რაც 31 ოქტომბერს ჩაიდინეთ, მას შემდეგ ის სამაჯური ჩემს ხელზე არ უნდა ყოფილიყო. ეს არ იყო გირაო, რაც შემიფარდეთ, ეს იყო გამოსასყიდი. არაფერი ისეთ ენერგიას არ მაძლევს, როგროც ის, რომ თქვენ ხართ ჩემი მოწინააღმდეგეები. თქვენ ძალადობთ კანონის სახელით და იმას ვერ ითვალისწინებთ, რომ თქვენი ძალადობა კანონის სახელით არ აღემატება ჩემს ღირსებებს. თქვენ ვერ გამტეხავთ.

თქვენი რეალური სახე იქ წარმოჩინდა, როდესაც უარი თქვით საქმეში მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე. თქვენ გამამტყუნებთ, მაგრამ არ არსებობს მე ისტორია მე გამამართლებს" - განუცხადა ნიკა მელიამ მოსამართლეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მისი დაპატიმრება კი მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისის შტურმით აღების შედეგად, 23 თებერვალს მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42