"ოცნებაში" იქნებ ახლა მაინც ეყოთ გონი, ფასადურად მაინც აჩვენონ დამოუკიდებლობა და ნიკა მელია გაათავისუფლონ" - აცხადებს მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
ჭიჭინაძე ასევე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმკდომარის, ირაკლი კობახიძის, ამერიკაში ვიზიტს და აცხადებს, რომ "სასაცილოც აღარაა, მას წარმატება მხოლოდ ივანიშვილთან ენების მიტან-მოტანაში აქვს და იმიტომ".
"პარლამენტი, პარტია და პრაქტიკულად ქვეყანა, კობახიძეს უკვე გადააყოლა ივანიშვილმა, მხოლოდ იმისთვის რომ ის სასამართლო მიეღო, რაც დღეს გვაქვს.
დღეს უკვე, მარტო ჩვენ კი არა, მთელი დასავლეთი ივანიშვილის ამ ე.წ.“მონავპოვარს“ ერჩის და „ოცნებაში“ იქნებ ახლა მაინც ეყოთ გონი, ფასადურად მაინც აჩვენეონ დამოუკიდებლობა და ნიკა მელია გაათავისუფლონ.
თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ მელიას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ შეიძლება პროცესის წარმატებისკენ წარმართვაც და კრიზისი განმუხტვაც.
კობახიძის ამერიკაში „დასლაგებლად“ გაშვება კი, მართლა სასაცილოც აღარაა, მას წარმატება მხოლოდ ივანიშვილთან ენების მიტან-მოტანაში აქვს და იმიტომ" , - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






