მელია მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ამას ივანიშვილი გადაწყვეტს - ბექა ბასილაია
პოლიტიკა - 14:27, 13 Apr, 2021     880

უფლებადამცველ ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლე იმ შემთხვევაში გაატავისუფლებს ნიკა მელიას პატიმრობიდან, თუ ამას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. მისი თქმით, მოსამართლე ჩახნაშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამხმოვანებელია:

"ეს არ არის პროცესი, ეს არის პროცესის სიმულაცია. ჩახნაშვილი არ არის მოსამართლე, ის ახმოვანებს ქართული ოცნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

ამ ეტაპზე, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვა მას არ წამოუჭრია. იყო დაცვის მხარის შუამდგომლობები მტკიცებულებების დართვაზე, მათ შორის კობახიძის აღიარების დართვასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა, ეს არ გაგვკვირვებია. ვითომ კობახიძეს არც უთქვამს, რომ სასამართლო მისი ჯიბის სასამართლოა.

რაც შეეხება აღკვეთის საკითხს, ამ სასამართლოს პირობებში, რა თქმა უნდა, სამართლებრივი, ლოგიკური მოლოდინები არ არსებობს ნიკას გათავისუფლების, თუმცა თუ პოლიტიკური წნეხი იქნება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნიკა გათავისუფლდება.

თუ პროცესი გადაიდება, ეს მისგან გასაკვირი არ იქნება. უფრო მეტიც, საერთოდ 17 აპრილის შემდეგაც ვადები რომ არ დაიცვას და ისე დატოვოს პატიმრობაში ესეც არ გაგვიკვირდება, საერთოდ რომც არ იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის, მიზანშეუწონლობის შესახებ, იმიტომ რომ ეს სასამართლო არაა რეალურად",- თქვა ბექა ბასილაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42