ნიკა მელიამ სასამართლოზე განაცხადა, რომ ეს პროცესის იმიტაციაა და მოსამართლესა და პროკურორს მისი დასრულებისკენ მოუწოდა. მელიას თქმით, გირაოს არ გადაიხდის, რადგან ამის სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობს და უკანონოა:
„მალე დავასრულოთ ეს პროცესი, ბევრი საუბარი ნიშნავს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვართ სასამართლოში. ჩემი თხოვნაა, მალე დავასრულოთ პროცესი, ვიცი ის გადაწყევტილება, რაც უნდა გამოაცხადოთ, უკვე ცნობილია...
თითქოს, მე შემიძლია სურვილის შემთხვევაში გადავიხადო გამოსასყიდი, გირაოს რომ ეძახიან. გეკითხებით, მე შემიძლია რომც მინდოდეს, გირაო გადავიხადო? არა, რა თქმა უნდა, ჩემზე კარგად იცით ეს. ან რამდენი ათასი ლარი უნდა გადავიხადო? არავინ იცის, რადგან სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობს.
აქ სხედან პროკურორები, რომლებიც 2 თვის განმავლობაში საუბრობენ, მელია ღია კარში არის ციხეში და არ გამოდისო. რატომ არ აყენებენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას? არც გადავიხდი, რადგან უკანონოა.
სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში, ან გარეთ“, - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






