ხელისუფლების შეცვლის პირას ვდგავართ, იფიქრეთ თქვენს რეპუტაციაზე, ეს პროცესი შავ ლაქად გაგყვებათ - მელია მოსამართლეს
პოლიტიკა - 13:55, 13 Apr, 2021     1001

ნიკა მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა, დაეკითხა კობახიძე, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდა და ეს აღიარა კიდეს. ასევე, მან მოითხოვა სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის დაკითხვა, რადგანაც მან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელმძღვანელობის დავალებით გაანადგურა 20 ივნისის ღამის ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იყო. ნიკა მელიამ მოსამართლეს ურჩია, რომ მის რეპუტაციას მოფრთხილებოდა, რადგან ხელისუფლება მალე შეიცვლება, ეს პროცესი კი მის კარიერაში შავ ლაქად დარჩება:

"ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს.

როგორ შეიძლება იმ პირის დაკითხვა არ მოგინდეთ, ვინც თქვა, რომ მტკიცებულებები გააქრეს. როგორ შეიძლება ახლა, თქვენ მოსამართლე ბრძანდებით, გინდოდეთ სიმართლის დადგენა და არ გაგიჩნდეთ სურვილი ამ ადამიანების დაკითხვის. ადამიანის დაკითხვა, რომელმაც თქვა, რომ დინამიკების კაბელები გადააჭრევინეს.

თუ ამ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებთ, ყველასთვის ნათელი გახდება, რას ემსახურებით. რაც შეეხება კობახიძეს, სანამ მოსამართლევ, თქვენ აქ მსჯელობით, თურმე იმათ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. ხომ თქვა ეს კობახიძემ, ხომ აღიარა?! თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ? ხელისუფლება შეიცვლება, ცვლილების პირას ვდგავართ. მომავალზე იფიქრეთ, რას იტყვიან 15-20 წლის მერე, ამ საქმეზე ხომ დადგინდება ჭეშმარიტება. ეს ხომ ლაქად გაგყვებათ?! კობახიძე მოწმის სახით რომ არ დაკითხოთ, თქვენს რეპუტაციას ხომ შებღალავს?!- განაცხადა მელიამ და დასძინა: "თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთგის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე" - მიმართა მელიამ ჩახნაშვილს.

მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება არ დააკამყოფილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42