მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური დევნის კლასიკური განსახიერება, ჩახნაშვილს არ აინტერესებს საქმეში მტკიცებულებები - მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
პოლიტიკა - 13:30, 13 Apr, 2021     969
ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკამყოფილა. მისი თქმით, ჩახნაშვილს არ აინტერესებს საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რადგან მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური დევნის კლასიკური განსახიერება:

"სასამართლოს არ აინტერესებს უმნიშვნელოვანესი გარემოებები. თვალნათლივ გამოჩნდა, რომ არც პროკურატურას და არც სასამართლკოს არ აინტერსებს რეალურად საქმეში მტკიცებულებები. ეს არის დაადგმული სპექტაკლი, აქ მტკიცებულებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უარი განაცხადა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების დართვაზე, არ აინტერსებს მოხდა თუ არა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების წაშლა, არ აინტერსებს არიან თუ არა პოლიტიკური ხელმძღვანელები ჩართული, გამოყენებულია თუ არა პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის. ნიკა მელიამ ძალიან ნიშანდობლივად გააკეთა განცხადება, რომ ლაკონურად უნდა გავიაროთ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ცდილობენ შექმნან ანტურაჟი, რომ სასამართლო იმართება, თითქოს კანონის საფუძველზე აყენებენ შუამდგომლობებს, იღებენ გადაწყვეტილებებს. მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური დევნის კლასიკური განსახიერება. ამ ყველაფერს რომ ვაცხადებს, მოსამართლე ღიზიანდება. ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ ჩახნაშვილმა გამოაცხადა, რომ მას არ აინტერესებს საქმეში მტკიცებულებები.
მოსამართლეს აქვს ვალდებულება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე , მინიმუმ ორ თვეში ერთხელ, როდესაც არსებითი განხილვა იმართება, იმსჯელოს, გააგრძელოს თუ არა უკვე გამოყენებული პატიმრობა ნიკა მელიასთან მიმართებაში, ეს ორთვიანი ვადა გადის 17 აპრილს, შესაბამისად, დღეს, დიდი ალბათობით თვითონ უნდა დააყენოს აღნიშნული საკითხი და იმსჯელოს პროკურატურის შუამდგომლობის გარეშე. მაგრამ იმის ფონზე, რაც დღეს ხდებოდა სასამართლოზე, როდესაც მან ყურად არ იღო მტკიცებულებების თემა, უგულვებელყო კანონის მოთხოვნები, ამ შემთხვევაში დიდი მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებს მელიას, არ მაქვს. თუ დავრჩებით კანონის ჩარჩოში, მნიშვნელოვანია რა პოზიციას დააფიქსირებს პროკურატურა, პრო თვის განმავლობაში პროკურატურა აფიქსირებდა პოზიციას, რომელიც იყო პროპ[აგანდის ნაწილი, თითქოს მათი მიზანი მელიას პატიმრობა არ არის. ნიკამ დაუსვა კითხვა მოსამართლესად და პროკურატურასაც, გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლებაზე, ამაზე მათ პასუხი არ აქვთ. მას აქვს შეფარდებული პატიმრობა და მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, ეს პატიმრობა გაგრძელდება თუ გამოუშვებს მას ციხიდან" - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42