როგორ შეიძლება იმ პირის დაკითხვა არ მოგინდეთ, ვინც თქვა, რომ მტკიცებულებები გააქრეს - ნიკა მელიამ მოსამართლეს კობახიძისა და გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა
პოლიტიკა - 13:04, 13 Apr, 2021     1215

ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნასვილს მიმართა და უთხრა, რომ აუცილებელია სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის დაკითხვა, ვინც აღიარა, რომ 20 ივნისის ღამით გაკეთებული ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იყო, გააქრეს. მელიამ ასევე მოითხოვა კობახიძის დაკითხვა, რადგან მისივე აღიარებით, მმართველმა გუნდმა მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანამდე ადრე იცოდა გადაწყვეტილების შესახებ:

"მადლობა ყველა გულშემატკივარს, მადლობას ვუხდი მოსამართლეს და პროკურორ გულუაშვილს, მოტივაციას მაძლევთ. სამართლის ცოდნა სულ არაა საჭირო, რომ ეს შუამდგომლობა დამიკმაყოფილოთ. როგორ შეიძლება იმ პირის დაკითხვა არ მოგინდეთ, ვინც თქვა, რომ მტკიცებულებები გააქრეს. თუ ამას არ დააკმაყოფილებთ ყველასთვის ნათელი გახდება, რას ემსახურებით.

რაც შეეხება კობახიძეს - სანამ მოსამართლევ, თქვენ აქ საუბრობდით, თურმე იმათ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. ხომ თქვა ეს კობახიძემ, ხომ აღიარა?! თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ? ხელისუფლება შეიცველება, ცვლილებების პირას ვდგავართ, მომავალზე იფიქრეთ, რას იტყვიან 15-20 წლის მერე, ამ საქმეზე ხო დადგინდება ჭეშმარიტება. ეს ხომ ლაქად გაგყვებათ? კობახიძე მოწმის სახით რომ არ დაკითხოთ, თქვენს რეპუტაციას ხომ შებღალავს?" - მიმართა მელიამ მოსამართლეს პროცესზე.

მელიას ადვოკატები საქმეში ირაკლი კობახიძის აღნიშნული ინტერვიუს დართვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ამით მტკიცებდა მოსაზრება, რომ მელიას დაკავების გადაწყვეტილება ქართულ ოცნებას წინასწარ ჰქონდა მიღებული. ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, დაიკითხოს კობახიძე და სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42