ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება და შვილის პროცესის დასრულებას იმედიანად ელის. როგორც თავად აცხადებს, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რადგან ფიქრობს, რომ ხელისუფლება მივიდოდა იმ აზრამდე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მელიას გათავისუფლება:
"თავისუფლებაზე უნდა გამოუშვან, ასე არის საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება. პოზიტიური მოლოდინები მაქვს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ალბათ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება იყოს ხალხში. ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როცა ნიკა გარეთ იქნება.
ექიმი ვარ, უამრავ ავადმყოფს ვიღებ ყოველდღიურად და ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის, ხალხს ძალიან უყვარს. მე არ მეგონა, თუ ამ ასაკში ნიკა ასეთ სიყვარულს დაიმსახურებდა. ხალხმა იცის ვინ უნდა შეიყვაროს",- აცხადებს ანზორ მელია.
მასალის გამოყენების პირობები






