"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება, სადაც ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მისი თქმით, მელიას გათავისუფლებას სამართლებრივად ალტერნატივა არ აქვს, თუმცა მისი შეფასებით, პროცესები სამართლებრივი არ არის:
"უმადური საქმეა პროგნოზის გაკეთება, იმედი და სურვილი მაინც მაქვს, უფრო მეტად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი მე არ მაქვს. ფაქტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყი დაჭერაც და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება გამოშვება.
სხვათა შორის გამოჩნდება ის ტყუილიც, რომელსაც პროკურატურა კულტივირებს. თუ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, გამოჩნდება, რომ იტყუებიან, რომ იძახიან, ნიკას ხელშია გასაღები, როცა უნდა გამოვაო. თუ პროკურატურამ გირაო მოითხოვა, სასამართლოს ერთადერთი შესაძლებლობა ექნება, რომ გამოუშვას და მერე დაელოდოს გირაოს.
სამართლებრივად გამოშვებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ აქ სამართლებრივი პროცესი სამწუხაროდ არ არის", - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






