"რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია ნიკა მელიას სასამართლო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მოსამართლე მიიღებს პოლიტიკური იქნება. მისი თქმით, ქვეყანაში სამართალი რომ არსებობდეს, ნიკა მელია ეხლა განსასჯელის სკამზე არ უნდა იჯდეს:
"ამ ქვეყანაში სამართალი რომ არსებობდეს, ნიკა მელია ახლა განსასჯელის სკამზე არ უნდა იჯდეს და საერთოდ ამ სასამართლოში არ უნდა იყოს. მთავარი მოლოდინი ჩვენი ისაა, რომ ხელისუფლება ყველა შემთხვევაში მარტო იმას გააკეთებს, რაც მისთვის არის პრაგმატული. ამას აკეთებს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყევტილება, რაც ამ წუთას დადგება დღეს ამ სასამართლოში, ეს არ იქნება სასამართლოს გადაწყევტილება, ეს იქნება "ქართული ოცნების" მიერ განსაზღვრული პოლიტიკური გადაწყვეტილება", - აცხადებს კორძაია.
მასალის გამოყენების პირობები






