პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კუთხით პარლამენტი მთლიანად არის გადართული და ორიენტირებული პრობლემების მოგვარების საკითხზე.
მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის გარდა, ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური გამოწვევები, ჯანდაცვა, რაც ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის:
„პარლამენტი და მთავრობა მთლიანად გადართული და ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს, პოლიტიკური მოლაპარაკებების გარდა, ჩვენთვის ძალზედ პრიორიტეტულია, ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, ვუპასუხოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებს, რაც დღეს ქვეყანაში დგას.
პირველ რიგში, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება - ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება ნებისმიერი ახლო კონტაქტის დროს. ეს დაგვეხმარება, მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები






