პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია და უფრო მნივნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს ზედამხედველობის კუთხით.
როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკომიტეტო მოსმენები საზოგადოებას აჩვენებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის განხორცილებაშიც არის აქტიური:
“სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმამ მოიტანა. პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია და უფრო მნივნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს ზედამხედველობის კუთხით. პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენები საზოგადოებას აჩვენებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის განხორცილებაშიც არის აქტიური და ეს აქტიურობა შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას ოპოზიციის ის წარმომადგენლობა სჭირდება, რომელიც საზოგადოებამ აირჩია. ჩვენ ღიად დავტოვეთ კარი, რომ საპარლამენტო საქმიანობას სხვა პარტიებიც შემოურთდნენ. ეს გახლავთ საზოგადოების დაკვეთაც, რასაც საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაც აჩევენებს. ეს გახლავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორენების ცალსახა მოწოდება, რჩევა და პოზიცია“, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები






