აშშ-ში საცხოვრებლად წასული უვადოდ არჩეული მოსამართლე მაია სვიანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი წასვლის მიზეზებზე ხსნის და განმარტავს, რომ მისთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა. როგორც სვიანიძე წერს, სასამართლო სისტემიდან წასვლა არ არის კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული:
"მინდა გავაკეთო განცხადება ჩემი გადადგომის შესახებ, რადგან ეს გახდა საზოგადოების მანიპულირების საგანი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლა არ არის კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული. მე მყავს ერთადერთი შვილი და ორი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდერე ნებისმიერი თანამდებობა.
რამდენიმე წელია მაქვს მუდმივი ბინადრობის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო წლების განმავლობაში ვგეგმავდი დროებით საცხოვრებლათ გადასვლას ოჯახთან, რის შესახებაც ცნობილი იყო ჩემი კოლეგების უმრავლესობისათვის. მიუხედავათ იმისა, რომ გავაკეთე ოფიციალური განცხადება წასვლის მიზეზთან დაკავშირებით სამწუხაროდ, მაინც მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება", - წერს მაია სვიანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






