აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქციის მონაწილეები საწვავის ფასების გაზრდას აპროტესტებენ.
მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა საწვავის ფასების შემცირებაა.
"მეორე თვეა ვაპროტესტებთ გაძვირებული საწვავის ფასს. ჩვენ პროტესტს არ ექცევა ყურადღება, არც მთავრობისგან და არც შემომტანისგან.
ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საპარლამენტო დონეზე შეიქმნას კომისია, რომელიც დაარეგულირებს შემომტანების თვითნებობის საკითხს.
ასევე, ვითხოვთ აქციზის გაუქმებას საწვავთან დაკავშირებით.
თუ დღეს არ იქნება პასუხი და მთავრობა არ მოგვაქცევს ყურადღებას კარვებს გავშლით და ამ ფორმით გავაგრძელებთ პროტესტს.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება საპროტეტსო აქციები გაგრძელდება" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი გოგოლაძემ.
აქვე გეტყვით, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც "კომენდანტის საათის“ გაუქმებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






