მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი", "მარადისობის დღის" დაფუძნების შემდეგ საზოგადოებრივ მოძრაობა "აი ია"-ს აფუძნებს - ამის შესახებ მან ბრიფინზე თავადაც განაცახად.
როგორც "უცნობი" ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების დაკვეთის შესრულება 9 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა და პოლიტიკური ველიდან "ნაციონალური მოძრაობა" ვერ განდევნა და მას სურს ამ "მარაზმის დასრულება".
"ქართული ოცნება" მოწყდა ხალხს და მოწყდა საზოგადოებას. იგი დღეს ცდილობს 'ნაციონალების" გაკოტრებული რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს, რათა გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენთვის მიუღებელია, როცა "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსამართლოდ ითხოვენ კრიმინალების ციხიდან გამოშვებას და ნებისმიერ ფასად მათ პარლამენტში შესვლას. უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, - ამბობს უცნობი.
მასალის გამოყენების პირობები






