რატომ არ დაესწრო ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას "ენმ"-ს წევრი - სამადაშვილის განმარტება
პოლიტიკა - 19:46, 09 Apr, 2021     1631

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი, განმარტავს თუ რატომ არ მიიღო პრეზიდენტის მიწვევა და აცხადებს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტის მიწვევას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვერ მიიღებდა მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მის ხელთ არსებულ კონსტიტუციურ უფლებებს არ იყენებს.

"მე არ დაგიმალავთ, რომ როდესაც მივიღე მოსაწვევი ქალბატონი ზურაბიშვილის, დავფიქრდი, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ სწორედ ისეთ პოლიტიკურ სისტემაში ვცხოვრობდეთ, სადაც პოლიტიკოსს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას წარმოადგენს, ოპოზიციურს თუ ხელისუფლებაში მყოფს, დაფიქრება არ სჭირდება, რომ პრეზიდენტის მიწვევა დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 30 წლის თავზე დაუფიქრებლად უნდა მიიღო.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რაოდენ ტრაგიკულია, გარკვეულწილად, რომ ჩვენ ამ გარემოში აღმოვჩნდით, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწვევა მე მივიღე, მე ვერც მორალურად და ვერც პოლიტიკურად ვერ მივიღებდი ამ მიწვევას იმიტომ, რომ მაქვს განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ აკეთებს იმას, რაც მას შეუძლია და ხელეწიფება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს მართლაც და ჩვენ წინ წავიდეთ შეთანხმების გზაზე და ამ ვითარებაში მე მართლა მინდა, გულის დაწყვეტით აღვნიშნო, რომ ვერ მივიღებდი ამ მოწვევას," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა "რუსთავი 2" -ის ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42