კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ , რომ მათი ინფორმაციით თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა და შსს-ს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.
"კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 09 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






