საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გახარია კიდევ ერთხელო აღნიშნავს, რომ ქვეყანას დღესაც სჭირდება ერთიანობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის:
"უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს.
გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა.
გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას.
დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არა ერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.
#დიდებაგმირებს" - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






