ექსპრემიერი გიორგი გახარია ადგილობრივი თვითმმართველოპბის არჩევნებისთვის ემზადება და უკვე ქალაქების მერობის კანდიდატებსაც არჩევს - ინფორმაციას "ენმ" ავრცელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, გორის მერობის კანდიდატად ის აჭარის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს კოტე ანანიაშვილს, ან შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კახა საბანაძეს განიხილავს.
სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ოპოზიციაში გახარიას გორში ჩასვლას:
"ჩვენთვის გახდა ცნობილი რომ გახარია შეხვდა სამღვდელოების წარმომადგენლებს და დახმარება სთხოვა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მერობის კანდიდატად გახარია განიხილავს ანანიაშვილს, ან საბანაძეს" - ამბობს ენმ-ს გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ბალიაშვილი.
თავად კოტე ანანიაშვილი კი ამ ეტაპზე საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე დუმს და აცხადებს, რომ "დამატებით ვერაფერს იტყვის და ვერც დაადასტურებს".
ცნობისთვის, გიორგი გახარია კი გორში 6 აპრილს ჩავიდა და მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






