"Hands off Ukraine and Georgia !" - ამ ლოუნგით თბილისში 12 აპრილს , 14:00 საათხე, მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა, რომელსაც "გირჩი", უკრაინის საელჩოსთან უკრაინის გამართავს.
აქციის ორგანიზატორები იწევენ ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ვისაც გესმით დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი.
მათი თქმით, "ახლა გაჩუმება და მშვიდად ყურება ნიშნავს, რომ ჩვენამდეც მოვლენ".
"ფაქტია, რომ საქართველოსა და უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვას არ ეგუება ოკუპანტი. რუსეთი უპირისპირდება ყველას,
ვინც მონობასა და მორჩელებაზე ამბობს უარს.
ვინც დასაყრდენს ხედავს ევროპაში.
ვინც დასაყრდენს ხედვას აშშ-ში.
ვინც დასაყრდენს ხედავს ნატოში.
ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება.
გარდა იმისა, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარია, აქტიურად ლობირებს საქართველოს ნატოსა და ევროპის გაერთიანებაში გაწევრიანებას.
ახლა გაჩუმება და მშვიდად ყურება თუ როგორ ემუქრება რუსეთი უკრაინის დასავლურ გზას, ნიშნავს, რომ ჩვენამდეც მოვლენ. მოვლენ იმაზე ახლოს, ვიდრე არიან დღეს" , - ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
მასალის გამოყენების პირობები






