ნიკა მელია გადადებული სასამართლოს შემდეგ პირველ ინტერვიუს დიანა ტრაპაიძესთან იძლევა, სადაც მისი გირაოთი გათავისუფლების საკითხსაც ეხება და აცხადებს, რომ პროკურატურას საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში შეყავს, როდესაც აცხადებს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში ის პატიმრობიდან გათავისუფლდება. მელიას განმარტებით, პროკურატურას არ დაუყენებია შუამდგომლობა, რომ პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო:
"დღეს პროკურატურას მოუწია და აღიარა, რომ მთელი 2 თვის განმავლობაში, საერთასორისო საზოგადოება და ქვეყნის შიგნით საზოგადოება შეცდომაში შეყავდათ, თითქოს მე შემეძლო სურვილისამებრ გირქაო გადამეხადა და გამოვსულიყავი ციხიდან. მოდით ვაღიაროთ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოტყუვდა. თუ მათ უნდათ, რომ მე გირაო გადავიხადო, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში? ელოდნენ, რომ მე გამტეხდნენ და უსამართლობას თავს დავუხრიდი. ამიტომ, ახლა იძულებულები არიან, რომ საკუთარ ხაფანგს, რომელშიც მოექცნენ, თავი დააღწიონ. ვთხოვ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჰკითხონ ხელისუფლებას, იქნებ მე მინდა გირაოს გადახდა, რატომ არ მაძლევენ შესაძლებლობას? პროკურატურა უნდა მიბრძანდეს, შუამდგომლობა დააყენოს და პატიმრობა შეცვალოს გირაოთი. საერთოდ არ აწყობთ იმ ადამიანებს, ვარსებობდე, ვისაც საკუთარი არსებობისაც არ სჯერა. ისეთ პოლიტიკოსებს ვუსმენ ქართული ოცნებიდან, პოლიტიკაში საერთოდ არანაირი გამოცდილება რომ არ აქვს" - აცხადებს მელია.
მასალის გამოყენების პირობები






