ტრიბუნას ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სასამართლოზე არა მარტო ნიკა მელიას ბედი, არამედ მთელი ქვეყნის ბედი წყდება, რადგან სწორედ მელიას გათავისუფლება-არგათავისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენი ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და ეკონომიკური და ფინანსური დახმარება:
"დღეს არა მარტო ნიკა მელიას და სასამართლოს ბედი წყდება საქართველოში, მთელი ქვეყნის ბედია ამ პროცესზე მიბმული, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების კასკადი და ყველაფერი „ქართული ოცნების“ კულუარებში წყდება.
„ქართული ოცნება“ კი, ქვეყანას უფსკრულისკენ, ფინანსური, ეკონომიკური კატასტროფისკენ, ხალხის სიდუხჭირისკენ მიაქანებს.
და სწორედ ნიკას გათავისუფლება-არგათავისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენი ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და ეკონომიკური და ფინანსური დახმარება!" - განაცხადა ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






