ენმ-ს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ქვყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი თქმით, მოსალოდნელია ევროკავშირმა ფინანსური დახმარება შეაჩეროს მანამ, სანამ ქვეყანაში არ იქნება რეალური მართლმსაჯულების რეფორმა, ამიტომ საჭიროა, მელიასა და რურუას საქმეები გამოვიდეს პოლიტიკური ჭრილიდან:
„ნიკა მელია რომ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დევნის ობიექტი და პოლიტპატიმარი, ეს დადასტურებულია მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ევროკავშირის გუშინდელი განცხადება არის ძალიან მძიმე, რომელიც გულისხმობს ფინანსური ასიგნებების შეჩერებას, სანამ არ იქნება რეალური მართლმსაჯულების რეფორმა. ეს ადასტურებს იმას, რომ ამ სასამართლოს მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, ნიკა მელიას გათავისუფლება და პოლიტპატიმრების არ არსებობა ნიშნავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით.
ჩვენი მთავარი მოთხოვნები, რაც მოლაპარაკებების დროს იყო, დღემდე ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩარჩოზე მსჯელობა. ორი სასიცოცხლო საკითხის დაკმაყოფილება არის ის მოლოდინი, რაც აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






