თუ ხელისუფლებას საღი აზრი აქვს შენარჩუნებული, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 12:18, 08 Apr, 2021     848

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ნიკა მელიას დაკავების საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და თუ ხელისუფლებას საღი აზრი აქვს შენარჩუნებული, ენმ-ს თავმჯდომარე უნდა გაათავისუფლოს:

„ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური საქმე, შესაბამისად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ საქმეზე მიიღება, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ, იმაზე მარჩიელობა, გუშინ ღამე დაძინებამე ბიძინა ივანიშვილმა რა გადაწყვეტილება მიიღო და რა დაავალა სასამართლოს, არის სრულიად უმადური საქმე. მე მგონია, რომ თუ საღი აზრი ოდნავ მაინც არის, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს საღი აზრი შენარჩუნებული აქვს ამ ხელისუფლებას, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული. ვნახავ, რა იქნება გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია დიდხანს ციხეში არ იქნება. ახლა იქნება, ხვალ იქნება თუ რამდენიმე დღისა და კვირის შემდეგ, ის აუცილებლად გათავისუფლდება.

ჩვენ ვიცით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, არის უკიდურესად მკაცრი, პრაქტიკულად, ორაზროვნება არ ყოფილა ამ განცხადებებში, ყველა ამბობს, რომ ნიკა მელიას საპატიმროში დარჩენა არის სრულიად შეუძლებელი. ზოგადად, ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პოლიტიკური პატიმრები და ამ პოლიტიკური პროცესის ფარგლებში მათ გათავისუფლებაზე მიმდინარეობს საუბარი. რადგანაც ეს ხელისუფლება იქცევა ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესებიდან და არა ეროვნული ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე, მათ შეიძლება ნებისმიერი რამე გადაწყვიტონ, იმიტომ, რომ ივანიშილისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება შეინარჩუნოს, ვიდრე ის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორების მოწონება დაიმსახუროს ან ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები,“- განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42