ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს
პოლიტიკა - 11:34, 08 Apr, 2021     911

ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მოსამართლე დღევანდელ პროცესზე იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ტელეფონით უკარნახებენ. უდუმაშვილის თქმით, თუ სასამართლო მელიას გაათავისუფლებს, ეს იქნება სიგნალი, რომ მოლაპარაკებებისთვის ხელისუფლება ისევ მზად იქნება:

„ძალიან რთულია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, გამოაცხადებს და არა მიიღებს, იმიტომ, რომ ყველასთავის ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვა მხრიდან და სხვა ოთახში. ეს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ და დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას, ალბათ, უკვე დაურეკეს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კავშირი არ აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან.

იმ შემთხვევაში თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა ჯერ კიდევ შესაძლოა, დატოვებული არის, მაგრამ ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ნიკა მელიასთან ერთად, ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკური პატიმარია და პოლიტიკური დევნილია ამ ხელისუფლების მხრიდან და უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა. კიდევ ერთი, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ და არც ნიკა მელია თავადაც, რომ ივაჭროს საკუთარი გათავისუფლებით, ამიტომ ის მოთხოვნები, რომლებიც აქამდე იყო, ყველა მათგანი ძალაში რჩება, უბრალოდ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება ის სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის გარკვეული ფანჯარა იყოს დატოვებული,“- განაცხადა უდუმაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42