რეკომენდაციების გათვალისწინება ფინანსური დახმარების ერთ-ერთი პირობაა - ევროკავშირი
პოლიტიკა - 09:02, 08 Apr, 2021     980

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, ვენეციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება ფინანსური დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობაა.

"პირველ აპრილს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ევროკავშირს შერჩევის პროცესთან და არსებულ წესებთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს ცვლილებები ნაჩქარევად, მრავალმხრივი საკონსულტაციო პროცესის გარეშე შეადგინა და მიიღო. დანანებით აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ერთხელ უკვე მიიღო ეს კანონმდებლობა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვისა და კომისიის საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.

ამიტომ, ევროკავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რომ უმოკლეს დროში მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის დასტურის შემთხვევაში, ახალი საკანონმდებლო წესები, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ უზენაესი სასამართლო, როგორც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინიდისერების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ერთ-ერთი პირობაა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მეორე მაკროფინანსური დახმარების საკითხის გადაწყვეტისას" - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42