„ირაკლი კობახიძეს ივანიშვილის გარეშე არც ავტორიტეტი აქვს და არც გავლენა.
ღარიბაშვილმა წარმოუდგენელია კობახიძის უფროსობა გადაიტანოს, ან კალაძეს აპატიოს ძველი ამბები.
მოკლედ, ივანიშვილი თუ არ ჩაერია ღიად, „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს გახარიას გამოჩენის პირობებში.
ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ სწორედ კობახიძე გახდება „ოცნების“ მესაფლავე, გახარია კი, პირველ რიგში „ოცნების“ სატკივარი იქნება.
მაგრამ გახარიას აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა ძალიან ბევრ კითხვაზე და შეცდომებზე!
რადგან დღეს რასაც ქვეყანაში ვიმკით, სწორედ გახარიას და სამი მუშკეტერის აბსოლუტური არაკომპეტენტურობის, ეკონომიკის, ქვეყნის მართვის არცოდნაა!
რასაც ქალაქში ვიმკით - კალაძის!
პანდემიის მიზეზით ქვეყნის ჩაკეტვა კიდე, ქვეყნის მართვა არ არის.
არც ადამიანების ცხოვრების დონის განსაზღვრა შეიძლება მარტო ციფრებით.
ხალხს შია!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






