თხინვალაში მაღალი კორპუსები არ აშენდება, რეკრეაციულ სივრცეებს საფრთხე არ ემუქრება - მერია მოსახლეობას პირობას აძლევს
პოლიტიკა - 20:06, 06 Apr, 2021     1327
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე გამოეხმაურა თხინვალას მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერიის მიერ გასხვისებულ ტერიტორიაზე, არსებული სტადიონების ადგილზე, მაღალი საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს.

ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ბრალდებები უსაფუძვლოა და გენერალური გეგმის თანახმად, მაღალი კორპუსების მშენებლობა იქ არ მოხდება.

მისივე თქმით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება დასახლებაში უკვე არსებულ, მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ სტადიონსა და ბავშვთა გასართობ მოედანს. თავართქილაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით პრივატიზებულ მიწის ნაკვეთს მხოლოდ ემიჯნება.

„აღსანიშნავია, რომ გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ცდილობენ თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. პირველ რიგში, ხაზგასმით ვამბობ, რომ აღნიშნული ტერიტორია გასხვისდა ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ტერიტორიაზე დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამედროვე სტანდარტების განაშენიანების მოწყობა და შესაბამისი ნებართვების გაცემა. რაც შეეხება სტადიონს, ამ ტერიტორიაზე დღესაც არსებობს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი გამართული თანამედროვე სტადიონი და ასევე, ბავშვების გასართობი მოედანი, რომლებიც ემიჯნება ჩვენ მიერ პრივატიზებულ მიწის ნაკვეთს. ისინი არ გასხვისებულა“, - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42