რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის შემდეგი რაუნდი, შესაძლოა, აპრილის ბოლოს გაიმართოს. ბერენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი პროცესი შედეგიანი იქნება და წარმატებით დასრულდება:
„ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს მომდევნო რაუნდი, რომელიც იმედი მაქვს წარმატებული მედიაცია იქნება. ეს იქნება ალბათ აპრილის ბოლოსთვის. ეს ვარაუდი არ არის, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს შვიდი ევროპარლამენტარი მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარი არ არის, მათ თანამდებობებს გადავხედოთ. ესენი არიან საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევრონესტის თავმჯდომარე, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე, ესენი არიან საქართველოთი დაინტერესებული მთავარი სტრატეგიული მეგობრები“, - განაცხადა ბერძენიშვილმა გადაცემა "კომენტარში".
მასალის გამოყენების პირობები






