ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ მელიას გათავისუფლებით კრიზისი ამოიწურება და დაგვავიწყდება რურუას თემა ან რიგგარეშე არჩევნები - ღვინიაშვილი
პოლიტიკა - 12:26, 06 Apr, 2021     1012

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მას გაათავისუფლებს, ამით ქვეყანაში კრიზისი არ ამოიწურება. ის ასევე შეეხო მოლაპარაკებების მაგიდასთან კობახიძის ღარიბაშვილით შესაძლო ჩანაცვლაბის საკითხს და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება ივანიშვილის მწვავე გზავნილი, რომლის მიხედვითაც მას არ სურს მოლაპარაკებები და სიტუაციის განმუხტვა:

"გონივრული ხელისუფლება მელიას საერთოდ არ დაიჭერდა, მაგრამ თუ ეს ნაბიჯი გადადგა, შემდეგ მალევე გამოუშვებდა. ჩვენ არ გვაქვს იმედი ხელისუფლების გონივრულობის, მათი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. თუ მოხდა ასე და ეს ნაბიჯი გადაიდგმება, რა თქმა უნდა, იქნება პოზიტიური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მელიას გათავისუფლებით ყველანაირი კრიზისი ამოიწურება. დღეს მელია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მძევალი და ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ მელიას გათავისუფლებით ყველა კრიზისი ამოიწურება, დაგვავიწყდება რურუას თემა ან რიგგარეშე არჩევნები, ამიტომ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ხელისუფლებას დავათმობინოთ ყველა საკითხი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნველოვანია.

თუ დადასტურდა, რომ ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პარტიაში მთლიანად აიღებს ხელისუფლებას, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ივანიშვილს არ უნდა მოლაპარაკებები და სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა უცხოელ პარტნიორებთან, ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან და გავზარდოთ მუხტი, რათა ამ რადიკალურად განწყობილ ადამიანებს, ღარიბაშვილის თამადობით, დავათმობინოთ ყველა ის საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რაც სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42