ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ 8 აპრილს ჩანიშნულ სასამართლოზე, სადაც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის განხილვა უნდა მოხდეს, პოლიტკურ და არა სამართლებრივ გადაწყვეტილებას ელიან.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, სასამართლო იმოქმედებს ისე, რა დაკვეთასაც მიიღებს.
"ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური აქტი იყო და ამაზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, როცა აღნიშნა, რომ სასამართლომდე პარტიაში განიხილავდნენ როგორ დაეკავებინათ მელია.
შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილებაც, რომელიც ე.წ. მოსამართლის მიერ იქნება მიღებული, პოლიტიკური იქნება.
რა დაკვეთასაც მიიღებს სასამართლო, ასეთ გადაწყვეტილბას მიიღებენ. ამიტომ 8-ში კონკრეტული გადაწყვეტილების გამოცხადებისას ჩვენ ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილბას" - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






