პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ საქართვლოში სათამაშო ბიზნესის შესახებ კონფერენცია გაიმართება
პოლიტიკა - 11:01, 06 Apr, 2021     1340
საერთაშორისო კომპანია Smile-Expo ჩაატარებს კონფერენციას სათამაშო ბიზნესის შესახებ - Georgia Gambling Conference 2021

15 აპრილს, თბილისში, საერთაშორისო კომპანია Smile-Expo პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში ჩაატარებს კონფერენციას სათამაშო ბიზნესის შესახებ - Georgia Gambling Conference 2021.

სხვადასხვა შეფასების თანახმად, საქართველოს ტურისტულ სექტორში სათამაშო ბიზნესს მოჰქონდა 10%-დან 30%-მდე პირდაპირი და ირიბი შემოსავალი.

თბილისის და ბათუმის სამორინეების სტუმრების ორ მესამედზე მეტს უცხოელი ტურისტები წარმოადგენდნენ. უკვე ერთი წელია, რაც ეს დარგი იძულებით - პანდემიის გამო გაჩერებულია, მაგრამ 1 მარტიდან ნებადართულია სამორინეს გახსნა ქ. ბათუმში, ხოლო უახლოეს მომავალში მოსალოდნელია გასართობი ბიზნესის ობიექტების გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბოლო წლების განმავლობაში ქართული ონლაინ-სამორინეები გაიზარდნენ საერთაშორისო დონემდე და მოიზიდეს ასობითი მილიონი დოლარი უცხოური ინვესტიციების სახით. დღეისათვის, ონლაინ-სექტორის ადგილობრივი ოპერატორები წარმოადგენენ გართობის გლობალური ინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებს. საქართველო ეფექტურად იზიდავს უცხოურ კომპანიებს, რომლებიც აქ ათავსებენ თავის წარმომადგენლობებს და ახორციელებენ მომსახურების გაწევას მთელს მსოფლიოში.

დღეს, სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ამასთან, ასევე არის სოციალური პრობლემები და სახელმწიფო და ბიზნესი ცდილობენ იმუშავონ ამ პრობლემებზე.

კონფერენცია პირველად პანდემიის შემდეგ გააერთიანებს საქართველოს ცნობილ კომპანიებს და სათამაშო დაწესებულებებს, კვალიფიციურ იურისტებს, ექსპერტებს მარკეტინგის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, და ასევე სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მონაწილეობენ სათამაშო ბიზნესის განვითარებასა და წინსვლაში.

კონფერენცია სასარგებლო იქნება როგორც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, ასევე მათთან დაკავშირებული დარგების წაარმომადგენლებისათვის: ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი, მარკეტინგული, იურიდიული, ფინანსური მომსახურება და ა. შ.

Georgia Gambling Conference გახდება ადგილი ნაყოფიერი ნეთვორკინგისთვის, სადაც სტუმრებს და მონაწილეებს „სწრაფი გაცნობების“ (speed dating) სესიების დროს შეეძლებათ დაამყარონ სასარგებლო კავშირები, შეთანხმდნენ პარტნიორობაზე ან ბიზნესში ინვესტიციების მოზიდვაზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მომხსენებლები:

ლავრენტი გუბინი – აღიარებული ექსპერტი სათამაშო ბიზნესის სფეროში, მარკეტინგის და PR განყოფილების ხელმძღვანელი კომპანიაში Talentgrator, დარგობრივი სათამაშო გამოფენის Ukrainian Gaming Week 2021 ბრენდ-ამბასადორი. გააჩნია 15 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება რეგიონის უმსხვილეს სამორინეებში. წარმოადგენს მოხსენებას:

• „საპასუხისმგებლო თამაშის“ კონცეფცია. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ოპერატორებისათვის?

სოფია კარაპეტიანი – მარკეტინგის ხელმძღვანელი კომპანიაში Tourinvest. საქმოაბის გამოცდილება - მარკეტინგის მიმართულება სამონირეებში: Shangri La თბილისი, Casinos Austria International, Ambassadori Casino Tbilisi და Eclipse Casino Batumi. მოხსენების თემა:

• როგორ შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ სამორინეები.

ბრაიან სიმკოკი – გენერალური მენეჯერი სამორინეში Casino Shangri La Tbilisi. გამოცდილი ექსპერტი სამორინეს მართვის სფეროში, 35 წლის განმავლობაში არის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სათამაშო ბიზნესში. მოხსენების თემა:

• სათამაშო ბიზნესი როგორც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.

მაკა გორგაძე –Casino Adjara მარკეტინგული განყოფილების უფროსი.

მოხსენების თემა:

• საქართველოში აზარტული თამაშების მარკეტინგი პანდემიამდე და მოლოდინები მის შემდეგ.

ილია მაჭავარიანი – იურისტი. საქმიანობის დიდი გამოცდილებით, უფროსი პარტნიორი ბუტიკური საკონსალტინგო იურიდიულ სააგენტოში 4Н, რომელიც სპეციალიზირდება სათამაშო ბიზნესზე.

მოხსენების თემა:

• თვითრეგულირება, ლობირება და კანონმდებლობა.

პეივანდ პოურშაბან – მმართველი დირექტორი Tbilisi Radio, СЕО კომპანიაში Sem Seo Group.

მოხსენების თემა:

• როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი შემომავალი მარკეტინგისათვის.

კონფერნციაში მონაწილეობისათვის მოწვეულნი არიან სახელმწიფო ხელისუფლების და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები, და ასევე მასმედიის საშუალებების თანამშრომლები და ბლოგერები.

კონფერენცია ჩატარდება 15 აპრილს სასტუმროში The Biltmore Hotel Tbilisi.

უახლოეს უქმეებზე 9-11 აპრილს კონფერენციის ბილეთები „შავი პარსაკევის“ პრინციპით 66%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

სპიკერების სრული სია, მათი მოხსენების თემები, და ასევე ბილეთები წარმოდგენილია კონფერენციის ოფიციალურ საიტზე: georgia.affiliate.events/

Smile Expo

გამოფენის ორგანიზატორი - საერთაშორისო კომპანია Smile Expo, სპეციალიზირდება ღონისძიებებზე, რომლებიც ეძღვნება ინოვაციურ ტექნოლოგიებს. 14-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ Smile-Expo ჩაატარა 270-ზე მეტი დარგობრივი ღონისძიება მსოფლიოს 28 ქვეყანაში. ესაა გამოფენები, კონფერენციები, კონგრესები, ფორუმები და ფესტივალები. ადრე საქართველოში კომპანიას ჩატარებული აქვს რიგი ღონისძიება, რომლებიც ეძღვნებოდა სათამაშო ბიზნესის და ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების თემებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42