ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" წევრების დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება 333-ე მუხლით მიმდინარეობს:
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2021 წლის 4 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ქ. ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






