"ცოცხების აქციის" მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონულმა თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. საქმე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ ენმ-ს ოფისთან ცოცხებით ხელში მივიდნენ. კირთაძის თქმით, აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი საჯარო სამსახურების თანამშომლები არიან და ქართული ოცნების რიგებში ირიცხებიან.
ესენი არიან:
გურამ დუაძე - ბოტანიკურ ბაღში განყოფილების უფროსი
ანზორ დავითაძე - ბათუმში ერთ-ერთი დასახლების გამგებელი
კობა ცინცაძე - მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი
გალაქტიონ ორმოცაძე - მერიის თანამშრომელი
ზურაბ წულაძე - საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში დასაქმებული
გოჩა ბარამიძე - ბათუმის მერიის თანამშრომელი
ზურაბ ვარშანიძე - უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი
დათო კობახიძე - უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი
გიორგი გიორგაძე - ბათუმის ავტოტრანსპორტის სამსახურის უფროსი
გიორგი კირთაძის თქმით, ეს ბათუმში აქციის ორგანიზატორების არასრული სიაა.
მასალის გამოყენების პირობები






