"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ის პირები, რომლებიც გუშინ ენმ-ს ოფისთან ცოცხებით მივიდნენ, ოცნების წარმომადგენლები არიან. მისი თქმით, ეს ადამიანები პერიოდულად ასე იღებენ ცოცხებს ხელში და გამომწვევად იქცევიან, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო:
"გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინდელ ფაქტს. ახალი არაფერი მომხდარა, ცხრა წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" მეტს არაფერს აკეთებს და წელიწადში რამდენიმეჯერ ცოცხს მოკიდებს ხელს და "დახრიგინობენ", მათ შორის ჩვენი პარტიის შენობასთან.
ადრე ახერხებდნენ "ტიტუშკები" ეშოვათ, ახლა კრიზისი აქვთ, თუმცა "ქართული ოცნების" "დამრტყმელი ძალა" გამოგვიგზავნეს, რომლებიც არჩევნებს ატარებენ. ისინი საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ.
ამ ადამიანებს და მთელ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ სანაგვზე მოუწევს წასვლა", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






