ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" დაკავებული წევრების სასამართლო დღეს 16:00 საათზე გაიმართება. პარალელურად, ახალგაზრდული მოძრაობა ბათუმში საპროტესტო მარშს მოაწყობს, რომელიც სასამართლოს შემდეგ გაიმართება. ისინი კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად დაარღვევენ ე.წ. კომენდანტის საათს:
"აშკარად არის ნიშნები პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების. დაველოდებით სასამართლოს განაჩენს, სადაც ჯერ კიდევ მსჯავრდებულები არიან ჩვენები და დაველოდებით რას მიუსჯიან. ამის შემდეგ ყველა შესაძლო ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ სამართლებრივად ვიბრძოლოდ და პოლიციელები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს იყვნენ დასჯილნი. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მოქალაქეებს პროტესტი აეკრძალოს, ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, "სირცხვილიას" ბათუმის ოფისში პოლიცია მაშინ შეიჭრა, როდესაც ისინი თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად საპროტესტო აქციას აწყობდნენ. მოძრაობის წევრების თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე დეტალებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან.
მასალის გამოყენების პირობები






