ოპოზიციონერების და აქტივისტების სახეები ცოცხებზე - "ოცნების" მხარდამჭერების აქცია ბათუმში
პოლიტიკა - 21:20, 04 Apr, 2021     1550

ოცნების აქტივისტებმა ბათუმში "ცოცხების აქცია" გამართეს - მათი განცხადებით, ეს არის კონტრაქცია და პასუხი მოძრაობა სირცხვილიას მიერ გუშინ გამართულ დაუმორჩილებლობის წვეულებაზე.

აქციის მონაწილეებმა მოძრაობა სირცხვილიას და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებთან სტიკერები გააკრეს. ენმ-ის ოფისთან მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა.

„არცერთი ქართული ოცნების მხარდაჭერი არ მისულა მათ ოფისში და არ მიუყენებია შეურაცხყოფა. 4-5 ბავშვი რატომ დაწანწალებს ასე ქუჩაში, თუ მხარდაჭერა არ აქვთ. მივმართავთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს, ვინც თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს. ახლა ვნახოთ, სტიკერი როგორ უნდა და ვის ოფისს ვინ როგორ დალუქავს, და ვის მხარდაჭერებს ვინ როგორ შეაშინებს და უწოდებს მონას.

ამოგვივიდა უკვე ყელში ნაციონალური მოძრაობის საქციელი. რისი ღირსიც არიან, ის გამოვხატეთ - ცოცხებით აუპატიურებდნენ ხალხს და ანალოგიურად ვუპასუხეთ. მეტის ღირსი არ არიან", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ კონტრაქციის მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანია და პარტიულ დავალებებს ასრულებს.

„აქ ბევრი იყო საჯარო სამსახურის წარმომადგენელი. დროა ვისაუბროთ სახელებით, ნომრიანი სუს-ის აგენტიც კი იყო. მთავარი კითხვა იყო ჩემი, რა პრეტენზია ჰქონდათ, მაგრამ არ აქვთ პასუხი. გვინდა თორნიკე რიჟვაძეს მივმართო - საჯაროდ ვისაუბროთ, რატომ უშვებთ ამ ადამიანებს და უწყობთ აქციებს ოპოზიციას", - ამბობენ ენმ-ის ოფისში.

კომენდანტის საათის გასაპროტესტებლად მოძრაობა სირცხვილიამ ბათუმში დაუმორჩილებლობის წვეულება 3 აპრილს მოაწყო. აქტივისტების თქმით, წვეულება პოლიციამ დაშალა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42