საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დამთავრებულ მოლაპარაკებების პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი დაახლოონ პოზიციები და მიაღწიონ შეთანხმებას. ელჩის განცხადებით, კომპრომისზე ყველა უნდა წავიდეს, თუმცა პირველ რიგში საუბარი მმართველმა პარტიამ უნდა დაიწყოს:
"ჩემი აზრით, კომპრომისზე ყველა უნდა წავიდეს. პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება აქვთ, კარგად გაიაზრონ კრისტიან დანიელსონის შეთავაზება, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დადო. ევროპას, და ზოგადად დასავლეთს სურს საქართველო წარმატებით გაუმკლავდეს არსებულ სხვადასხვა გამოწვევას. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება და უმნიშვნელოვანესია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შეთავაზებაზე ყურადღებით დაფიქრება და მაქსიმუმის გაკეთება კომპრომისის მისაღწევად. კომპრომისზე ყველა უნდა წავიდეს, თუმცა პირველ რიგში საუბარი მმართველმა პარტიამ უნდა დაიწყოს. ბევრი ფიქრობს, რომ პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და მე მესმის ამის თქმის საფუძველი. მმართველ პარტიას უფრო დიდი ვალდებულება აქვს წესრიგის დამყარების პროცესში. ამ ეტაპზე, პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი დაახლოონ პოზიციები და მიაღწიონ შეთანხმებას", - აცხადებს კოლასი.
მასალის გამოყენების პირობები






