შენი ვიზიტი მოაწყო ისე, როგორც კოლონიზატორები ჩამოდიან "დიდი მიწიდან", რომ მაგარი დრო გაატარონ, ეს საკმაოდ სამარცხვინო ისტორიაა - "დოჟდის" მთავარი რედაქტორი
პოლიტიკა - 21:26, 03 Apr, 2021     2558

ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლათან დაკავშირებული მოვლენები ბუნებრივია, რუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. სრულიად შემთხვევით, სწორედ ამ დღეებში, საქართველოში ოჯახთან ერთად შვებულებას ატარებს ცნობილი ჟურნალისტი, ტელეარხ "Дождь"-ის მთავარი რედაქტორი ტიხონ დზიადკო, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა სკანდალურ ვიზიტს, რომელიც თბილისიდან არის გაკეთებული.

დზიადკოს ინფორმაციით, ისიც 31 მარტს ჩამოფრინდა თბილისში, რის შესახებაც ფეისბუქზე სურათიც დადო.

"მეორე დღეს რამდენიმე მესიჯი მივიღე კითხვით - "იმ რეისით ხომ არ ჩაფრინდით?" - ვლადიმერ პოზნერთან და მისი დღესასწაულის სტუმრებთან ერთად.

არა, ჩვენ ვნუკოვოდან ერევანში ჩავფრინდით და იქიდან - თბილისში და ძალიან გამივირდა, რომ აეროპორტის ტაბლოზე დავინახე პირდაპირი რეისი თბილისში - პირდაპირი რეისები უკვე 2 წელია აღარ არის. ვიფიქრე, ყოჩაღ, შეუძლიათ ადამიანებს ჩარტერის ფასის გადახდა, მეც ასევე ვიზამდი, რომ შემეძლოს. მაგრამ რაც მერე მოხდა, რბილად რომ ვთქვათ, უწესობაა" - წერს ჟურნალისტი.

ტიხონი მკითხველებს უხსნის, რომ თბილისში 21 საათიდან კომენდანტის საათია, ყველაფერი დაკეტილია, ხალხი და მანქანები ქუჩაში ფაქტიურად არ არის, მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები და სხვა ყველაფერი დაკეტილია და დამრღვევ პირებს 600 დოლარით აჯარიმებენ. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელთაც სპეციალური საშვები აქვთ, ეს მცირე კონტინგენტია, ისე არ არის, როგორც მოსკოვში შარშან გაზაფხულზე. მან ისიც აღნიშნა, რომ ვერ მოასწრეს ჩვილი ბავშვისთვის პამპერსის ყიდვა.

ამ შესავლის შემდეგ ჟურნალისტი საზოგადოებას მომხდარ ამბავზე თავის პოზიციას უზიარებს.

"თვითმფრინავი ჩამოფრინდა დაახლოებით 8:00 საათზე. ყველა სტუმრისთვის ღონისძიების ერთერთი მონაწილე ქალი, ხელისუფლების მეშვეობით, საშვების ორგანიზებას აკეთებს. ავტობუსით ყველა სასტუმრო "სტამბაში" გადაჰყავთ. იქიდან, კომენდანტის საათი უკვე დაწყებულია, ისინი Vinotel-ში მიჰყავთ. სხვათა შორის, პროცესიას ციმციმიანი პოლიცის მანქანა მიუძღვის წინ. იქ შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა - მიტინგი, კვერცხების სროლა, ლანძღვა-გინება.

რა თქმა უნდა, კვერცხების დაშენა და ადამიანების ლანძღვა-გინება არ არის მთლად კარგი საქმე, მაგრამ, შენი გამონათქვამებით აფხაზეთზე, დააბიჯო ფეხი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიას და შემდეგ ისე ჩახვიდე ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა, კიდევ უფრო მეტად არ არის კარგი საქმე. ამიტომ, მზად უნდა იყო იმისთვის, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორია, რაც ათასობით მოკლულს და 250 000 ლტოლვილს ნიშნავს.

ხოლო შენი ვიზიტი მოაწყო ისე, როგორც კოლონიზატორები ჩამოდიან "დიდი მიწიდან" პოლიციის დახმარებით, რომ მაგარი დრო გაატარონ, სანამ ადგილობრივები სხედან სახლში და მაღაზიაში გასვლაც არ შეუძლიათ, არა მარტო კარგი საქმე არ არის, ეს საკმაოდ სამარცხვინო ისტორიაა," - წერს "Дождь"-ის მთავარი რედაქტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42