თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე დაწყებულმა აქციამ, სადაც კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ, პარლამენტთან გადაინაცვლა. ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები ხელისუფლებისგან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.
როგორც მოძრაობა "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ხელისუფლება მოსახლეობას ჰყოფს თავისიანებად და ჩვეულებრივ მოქალაქეებად, ამ ყველაფერს კი საზოგადოების ერთი ნაწილი ეწირება:
ხელისუფლებამ ღიად გვითხრა, რომ მოსახლეობას ჰყოფს თავისიანებად და ჩვეულებრივ მოქალაქეებად. თავისიანებს აქვთ უფლება სახლშიც ქეიფის, რესტორნებსაც უხსნიან, ესკორტით ატარებენ ოჯახებით მეუღლეებით, შვილებით. აგერ რუსი ოკუპანტებიც ჩამოგვიყვანეს და ასევე მისცეს ამის უფლება. თქვეს, რომ არის პრივილეგირებული ჯგუფი, მათთვის სასურველი და დანარჩენს ეხება ყველანაირი შეზღუდვა. ოღონდ, რომ ეხება თქვეს, პლუს კიდევ იჩაგრებიან... ამ ყველაფერს საზოგადოების ერთი ნაწილი ეწირება, დანარჩენი უბრალოდ გულაობს" - განაცხადა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






